Sunday, October 9, 2011

ეკა წიწილაშვილი

პროექტის სახელწოდება: როგორ გავუადვილოთ პატარებს ინგლისური ენის შესწავლა.
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით:  ინგლისური  ენის  შესწავლა მარტივი ხერხებითა  და  მეთოდებით.
პროექტის აქტუალობა:  პატარებს გაუადვილდებათ ინგლისურის შესწავლა, ხოლო უფროსკლასელები  დაეუფლებიან უცხო ენას უფრო სიღრმისეულად  და  მიეჩვევიან მუშაობას პატარებთან.
პროექტის მიზნები:  შეისწავლონ უცხი ენა( ინგლისური) მარტივად, დიდებს კი გამოუმუშავდებათ სხვებთან კომუნიკაციის, სწავლა სწავლების  უნარ– ჩვევა. ამასთან ერთად გაიღრმავებენ ცოდნას, დაეუფლებია უცხო ენის სწავლებისთვის დამახასიათებელ პრინციპებსა და მეთოდებს, რაც შემდგომ მათ წინვლას შეუწყობს ხელს. მიეჩვევიან მუშაობას ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტის, წიგნების ან პირადად თავიანთი პედაგოგებისა თუ გამოცდილი ადამიანებისაგან.
მონაწილეთა ასაკი:  XI  და   XII  კლასები.
ვადები /ხანგრძლივობა:  ორი კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  შედეგი იქნება დადებითი. შეიქმნას ახალი აუდიო ჩანაწერები, პოსტერები  და დამატებითი თვალსაჩინოებები, რომელიც ყოველი გაკვეთილის პროდიქტიულად ჩატარებაში დაგვეხმარება და შედეგსაც ნაყოფიერს მივიღებთ.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  უცხო ენის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოები, კომპიუტერში ( სხვადასხვა მეთოდებისა და ხერხების მოძიებისათვის),  ასევე მოხალისე მასწავლებლები  (მათგან გამოცდილების მიღება).
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):  ბავშვების   სხვადასხვა ჯგუფი  სხვადსხვა მეთოდებს მოძიებენ ინტერნეტში, წიგნებში, ზოგი კი იძიებს სხვადასხვა მეთოდებს  მოხალისე მასწავლებლებისაგან, რადგან მათ განსხვავებული სტრატეგიები და მეთოდები გააჩნიათ. სხვა ჯგუფი ამზადებს თვალსაჩინოებებს ყოველი გაკვეთილისა თუ უცხო, რთულად გამოსათქმელი სიტყვების შესაბამისს. სხვები იყენებენ ინტერნეტს დამხმარე , მოსასმენი ( განცხვავებული, ვიდრე ის CD, რომელიც თან ახლავს ჩვენს სახელმძღვანელოს) საშუალებების  შესაქმნელად, რომელიც მდიდარი იქნება სხვადასხვა აქტივობებით.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: კავშირშია ისტ–თან, რადგან იძიებენ ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით.  მოსწავლეებს უვითარდებათ კომუნიკაციის, სწავლა სწავლებისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარ–ჩვევები, რითაც ეს პროექტი კავშირშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.
პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი):  ეკა  წიწილაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  ekatsitsilashvili@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ ბლოგი:  ekatsitsilashvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment